ჩვენი სპეციალურად აღჭურვილი საწყობი აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისთვის. ფართო და კარგად ორგანიზებული საწყობები უზრუნველყოფს საჭირო პირობებს სხვადასხვა აღჭურვილობისა და საქონლის შესანახად. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ტემპერატურის რეჟიმისა და ტენიანობის კონტროლს და ამასთან გთავაზობთ ოპტიმალურ პირობებს მგრძნობიარე მასალების შესანახად.
უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია, რის გამოც ჩვენი საწყობი აღჭურვილია უსაფრთხოების მოწინავე სისტემებით, მათ შორის ვიდეო თვალ-ყურის დევნების და საწყობზე დაშვების კონტროლი. საწყობში ყველა პროცესი მორგებულია თანამშრომლების კომფორტის უზრუნველყოფაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს სწრაფად მოძებნონ და გამოიყენონ მათთვის საჭირო მასალები.
თვალთვალის სხვადასხვა სისტემების გამოყენებით, როგორიცაა შტრიხკოდები და რადიოსხიშირული ტეგები, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ზუსტი აღრიცხვა და აღჭურვილობაზე მყისიერი წვდომა. ხანძრის პრევენცია და ჩაქრობა უსაფრთხოების კუთხით ჩვენი მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჩვენი გუნდი რეგულარულად ახორციელებს მომსახურებასა და ინვენტარიზაციას, რათა უზრუნველყოს აპარატურის ყოველთვის მწყობრში ყოფნა. ასევე ვფლობთ ცალკე ზონებს ყველა სპეციალური აპარტურისათვის, რომელიც შენახვის განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს.
ჩვენი საწყობი აღჭურვილია საიმედო სარეზერვო ენერგოსისტემით, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ მუშაობას ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც კი. ყურადღებით ვაკონტროლებთ აღჭურვილობის ხარისხს და რეგულარულად ვამოწმებთ მათ სტანდარტებთან და ფუნქციურობასთან შესაბამისობას.
ჩვენი სამედიცინო აღჭურვილობისა და მარაგების საწყობი ასახავს ჩვენს ვალდებულებას – უზრუნველვყოთ საუკეთესო დონის სამედიცინო მომსახურება და ჩვენს მზადყოფნას ვიმოქმედოთ ნებისმიერ გარემოში.



